გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  საკადრო ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უწყებიდან აცნობეს, მანამდე ნათია მერებაშვილს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

“საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებისა და განვითარებისკენ”, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

მსგავსი თემები