გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების წარდგენა დასრულდა, როგორია შემდგომი პროცედურები?!

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგად, საპროკურორო საბჭოში 17 კანდიდატი დარეგისტრირდა.

„აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს  17 კანდიდატი წარუდგინეს. კანდიდატების წარდგინება და მათი მონაცემები ხელმისაწვდომია   საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge.

საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ კონკურსში მონაწილე  კანდიდატების  სია შმდეგია:

,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი  გრიგოლ გაგნიძე;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი  რაულ გამისონია;

შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი  სოფიო შენგელია;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“  ადვოკატი პაატა გაბელია;

შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ირაქაშვილი;

იურისტი ვალერიან ვაჭარაძე;

იურისტი მერაბ გამყრელიძე;

იურისტი დავით კოდანაშვილმა;

იურისტი ირაკლი შოთაძე;

იურისტი დავით ზირაქაშვილი;

იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი;

იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე;

იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია;

იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი;

იურისტი გელა ჩივაძე;

ადვოკატთა ასოციაციის წევრი რამაზ ჩინჩალაძე;

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ  საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო  პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

მსგავსი თემები

One Thought to “გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების წარდგენა დასრულდა, როგორია შემდგომი პროცედურები?!”

  1. You made some decent points there. I looked on the web for any issue and located most people may go in addition to together with your site.