გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გენერალური პროკურატურა დეპუტატ ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“სასამართლოს შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით არ განუმარტავს კონკრეტული მოზეზები და არგუმენტები, თუ რაზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყევტილება. რამდენიმე ხანში ჩაგვბარდება წერილობითი ვერსია განჩინების და უკვე ამ დოკუმენტის შეფასების შემდეგ, ვიმსჯელებთ გავასაჩივრებთ თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა გუშინ ნიკა მელიას პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მსგავსი თემები