“გახარებული ვიყავი, რომ გუშინ ბიუროს სხდომაზე არ მომიწია ჯდომა”- თამარ ჩუგოშვილი

“ერთი, რაც მიხაროდა, იყო ის, რომ გუშინ ბიუროს სხდომაზე არ მომიწია ჯდომა”, – ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, მას გაუჭირდებოდა დეპუტატის რანგში ყოფნა, აქციებისა და სპეცრაზმის ფონზე პარლამენტში შესვლა და ბიუროს სხდომაზე დასწრება.

“ერთი, რაც მიხაროდა, იყო ის, რომ გუშინ ბიუროს სხდომაზე არ მომიწია ჯდომა, არ მეკუთვნოდა დასწრება და ამით ვარ ძალიან გახარებული. ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემთვის, იმ პროცესების მერე ვყოფილიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ამ ფორმით უნდა შესულიყო პარლამენტის შენობაში და მჯდარიყო ბოუროს სხდომაზე და გაეგრძელებინა მუშაობა ისე, ვითომ არაფერი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ასევე, თამარ ჩუგოშვილმა საკუთარ გადაწყვატილებაზეც ისაუბრა და განმარტა, რატომ დატოვა უმრავლესობა.  

“ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან, სინამდვილეში, პარლამენტის მიერ მიღებული კენჭისყრით და იმით, რომ ეს ცვლილება არ შედგა, პროცესები წავიდა არასწორი მიმართულებით. ძლივს დავაბრუნეთ პოლიტიკური პროცესები კალაპოტში, თითქოს უკვე ნორმალური წინასაარჩევნო პროცესებისთვის ვემზადებოდით, როდესაც ისევ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. ამ პროცესების დამძიმება პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფლაციაზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, 14 ნოემბერს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა, რის გამოც რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

https://mcm.ge/შვიდი-დეპუტატი-თამარ-ჩუგ/

მსგავსი თემები