“გაუმარჯოს უკრაიანას და უკრაინელ ხალხს” – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი არ აკონკრეტებს, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

როგორც მეუფე ანტონმა აღნიშნა, სინოდზე განხილულ საკითხებზე შედარებით ვრცლად სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

“იმის გამო ვართ მოსულები, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. დაველოდოთ სინოდის სხდომის დასრულებას. იქნება კითხვები, იქნება პასუხები. ჩემს პოზიციებს საპატრიარქოსთან შევაჯერებ. ჩვენ დეკანოზ მამალაძის წერილი არ გვინახავს, წავიკითხავთ თუ არის და ვიმსჯელებთ. რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიას, ვიმსჯელებთ… გაუმარჯოს უკრაიანას და უკრაინელ ხალხს,” – აღნიშნა მეუფე ანტონმა

მეუფე იაკობის ბრალდებები, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს სავარაუდოდ სინოდი იმსჯელებს. სხდომას რამდენიმე გავლენიანი ეპისკოპოსი არ ესწრება, მიზეზი შეხვედრის მოულოდნელად დანიშვნაა, მეუფეების ნაწილმა თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

მსგავსი თემები