გარყვნილი ქმედება სკოლის მოსწავლესთან – დაკავებულია მასწავლებელი

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში, მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება  141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

მსგავსი თემები