“გარკვეული ძალები ცდილობენ, სამცხე-ჯავახეთში არიონ ვითარება. გაფრთხილებთ, გაფრთხილდით” – ადგილობრივების მიმართვა

„ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი თანაცხოვრება“ – ეს განცხადება  სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სახელით დგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენელმა, ახალქალაქელმა პედაგოგმა არმინე მინასიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.  

როგორც მინასიანმა აღნიშნა, სამცხე-ჯავახეთში ვითარება ყოველი არჩევნების წინ იძაბება.

„როგორც კი არჩევნებს ვუახლობდებით, გარკვეული ძალები ყოველთვის ცდილობენ, სამცხე ჯავახეთში დაძაბონ და არიონ ვითარება. ცეცხლს ეთამაშებით. ჩვენ ვართ ძალა, 21 000 ადამიანი არის ძალა და ეს უსამართლობა თუ არ დასრულდა, ვითარება უფრო გართულდება, არმენი არ არის კრიმინალი, არმენი არ არის მსროლელი, არენი არ არის ის, ვისაც ე.წ. პოლიტოსები წარმოაჩენენ. გაფრთხილდით და მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ გვინდა მშვიდობა დ სამართლიანობა“ – განაცხადა არმინე მინასიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობამ, არმენ მკოიანის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით 21 000-მდე ხელმოწერა შეაგროვა. 12-ე კლასელი მოსწავლე არმენ მკოიანი  26 მარტს,  ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალად ედება 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა) ჩადენილი დანაშაული. საუბარია შემთხვევაზე, როცა პოლიციის ყოფილმა უფროსმა სამველ პეტროსიანმა დეპუტატ ენზენ მკოიანს ესროლა. არმენ მკოიანმა კი მის შესაშინებლად მანქანიდან იარაღი აიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით იყო სათამაშო იარაღი.   

მსგავსი თემები