გარიგებული მატჩებისთვის 4 ფეხბურთელი პატიმრობაში დატოვეს, 7 კი გირაო შეუფარდეს

გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე ჯაყელის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

ბრალდებულ ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფით 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლემ გირაოს შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა. შვიდივე ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

ამავე თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები