გარევაჭრობაზე ჯარიმები გაიზარდა

თბილისის ქუჩებში, ნებართვის გარეშე, სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით მოვაჭრე 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, საქონელი კი კონფისკაციას დაექვემდებარება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები დღეიდან მოქმედებს. მორიგი ცვლილებით, რომელიც ასევე ძალაშია, გარევაჭრობა 20-დან 50 ლარამდე დაჯარიმდება. სავაჭრო საგანიც კონფისკაციას დაექვემდებარება.

როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი მანამდე აცხადებდა, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით გარე ვაჭრობა მთლიანად არ იკრძალება, ამისთვის შესაბამისი ადგილები გამოიყოფა.

 

მსგავსი თემები