გარდაბანში ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე, ორ მამაკაცს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფი. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცები მეთევზეები არიან. ისინი ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ.

საგანგებო სიტაუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.

მსგავსი თემები