“განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა” – გიორგი გახარია

“დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, თუ კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა, განიხილეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. 

„დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ”,- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა” – გიორგი გახარია”

  1. buy house Nigeria

    Thanks a lot for the blog article. Much obliged.