განათლების სამინისტრო საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე იწყებს მუშაობას

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ესტონეთის მთავრობისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით, აგრძელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„შედეგად, მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას, უნარ-ჩვევებს, მიდგომებსა და კომპეტენციებს, რომლებიც შემდგომში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლო პროგრამის რევიზიაში, ასევე, აქტიურად იქნება ჩართული ესტონეთის ფონდი „ინოვე“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ესტონეთის ელჩთან, კაი კაარელსონთან, საქართველოში იუნისეფ-ის (UNICEF) წარმომადგენელთან, ​ღასან ხალილთან და ესტონეთის ფონდ „ინოვეს“ წარმომადგენელთან, ეინარ ვარასთან დისტანციური წესით, ვიდეოშეხვედრა გამართა.

„შეხვედრაზე ხასან ხალილმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთან და ესტონეთის საელჩოსთან პარტნიორობის მთავარ პრიორიტეტს საქართველოში მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. ასევე, მან ისაუბრა ესტონეთის განათლების მოდელის გაცნობისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, რაც გულისხმობს ბავშვზე ფოკუსირებულ და კომპეტენციებზე დამყარებულ სასწავლო პროგრამასა და ინოვაციურ და ინტერაქტიულ სწავლებას. ეს ყველაფერი კი მოსწავლეებისთვის შესაბამის სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას უწყობს ხელს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში პარტნიორობის საკითხები განიხილეს, რაც ითვალისწინებს საშუალო განათლების ზედა საფეხურისათვის პოლიტიკისა და მიზნების განსაზღვრას, კავშირებს შემდგომ განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობებთან, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებას, სავალდებულო და არჩევითი საგნების განაწილებას, საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავებას, შეფასების მექანიზმების შემუშავებას მოსწავლეთა კომპეტენციების გაზრდის მიზნით და მოზარდების უკეთ მომზადებას ცხოვრების, დასაქმებისა და შემდგომი განათლებისათვის.

„ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე და საქართველოს სკოლებში განათლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ცნობით, მოცემული პროექტი წარმოადგენს 2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ლოგიკურ გაგრძელებას. თანამშრომლობის წინა ეტაპის ფარგლებში გადაიხედა I – IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა.

„ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასთან ერთად, 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ქართველი პრაქტიკოსი პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ესტონეთს ეწვივნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ სწავლებისა და სწავლის ესტონურ მოდელს.

კლასში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ 20 საპილოტე სკოლაში გაკვეთილების ჩატარების პროცესი შეცვალა და გაკვეთილები გახდა ინტერაქტიული, სახალისო, და საინტერესო. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ახალი სკოლის მოდელი“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

12 Thoughts to “განათლების სამინისტრო საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე იწყებს მუშაობას”

  1. hi!,I like your writing so a lot! percentage we communicate extra about your post on AOL? I need an expert on this house to unravel my problem. May be that is you! Taking a look forward to peer you.

  2. I want foregathering useful info, this post has got me even more info! .

  3. I truly enjoy looking through on this internet site, it has great posts.

  4. Nice post. I was checking continuously this blog and I’m impressed! Very useful info specially the last part :) I care for such information a lot. I was seeking this certain info for a long time. Thank you and best of luck.

  5. Regards for helping out, superb information. “Riches cover a multitude of woes.” by Menander.

  6. Hello! This is kind of off topic but I need some help from an established blog. Is it difficult to set up your own blog? I’m not very techincal but I can figure things out pretty quick. I’m thinking about setting up my own but I’m not sure where to start. Do you have any points or suggestions? Thank you

  7. I am writing to let you be aware of of the notable experience my wife’s girl experienced using yuor web blog. She learned lots of details, which included what it is like to have a wonderful coaching mindset to let folks smoothly know just exactly specified hard to do subject areas. You really surpassed visitors’ expectations. Thank you for providing such warm and friendly, dependable, explanatory and also cool guidance on this topic to Evelyn.

  8. Whats Taking place i’m new to this, I stumbled upon this I have discovered It absolutely useful and it has aided me out loads. I’m hoping to give a contribution & help other customers like its helped me. Good job.

  9. An fascinating dialogue is price comment. I feel that it is best to write extra on this matter, it may not be a taboo topic however typically people are not enough to talk on such topics. To the next. Cheers

  10. Can I just say what a relief to find someone who actually knows what theyre talking about on the internet. You definitely know how to bring an issue to light and make it important. More people need to read this and understand this side of the story. I cant believe youre not more popular because you definitely have the gift.

  11. I couldn’t resist commenting

  12. I’ve been exploring for a bit for any high quality articles or weblog posts on this sort of area . Exploring in Yahoo I ultimately stumbled upon this website. Reading this info So i am satisfied to show that I have a very good uncanny feeling I came upon exactly what I needed. I such a lot indubitably will make certain to do not fail to remember this web site and give it a look regularly.