“გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რიცხვს, რაც შემსუბუქების ღონისძიებების მნიშვნელოვანი ინდიკატორია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს.

ეს კი, გამყრელიძის თქმით, ღონისძიებების შემსუბუქების განმსაზღვრელია.

„უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში, მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა, იმ დღის ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია სწორედ შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელებისა და მოგეხსენებათ, საქართველომ შემსუბუქების ღონისძიებები უკვე დაიწყო“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები