“გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ გუნდის სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა” – დავით ბაქრაძე

“გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდა გადანაცვლებები „ქართული ოცნების“ გუნდში, არამედ ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის გადადგომას.

„გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, „გავრილოვის ღამე“ – ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმისა, რითი დაამახსოვრა თავი ამ ერთი წლის განმავლობაში ბახტაძის მთავრობამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ ნებისმიერი საუბარი მისი მხრიდან რაღაც ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, მომავალი წლების განვითარების სახელმძღვანელოებზე და მსგავსი მაღალფარდოვანი ფრაზები, უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მთავრობა მთლიანად მოწყდა რეალობას. მათ ისიც კი აღარ ესმით, რა სჭირდება ქვეყანას, ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდა გადანაცვლებები „ქართული ოცნების“ გუნდში, არამედ ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღეს მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები