გამოკითხულთა ნაწილი კომუნალურს ვერ იხდის და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ცუდია

გამოკითხული 2132 ადამიანიდან 51% აცხადებს, რომ ჰქონიათ შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდათ,  48% კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ. კვლევა NDI-ის ეკუთვნის, რომელიც  13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად, 48%-მა უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია, 51 % ამბობს კი ამბობს, რომ არაერთხელ ჰქონიათ ეს ვითარება.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ  ვითარებას, გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია, 31%-ს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, 4% კი ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა.

კვლევა NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია  CRRC -საქართველომ ჩაატარა.

მსგავსი თემები

One Thought to “გამოკითხულთა ნაწილი კომუნალურს ვერ იხდის და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ცუდია”

  1. It’s hard to find knowledgeable people for this subject, however, you seem like you
    know what you’re talking about! Thanks