“გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ” – ლადო კახაძე

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ უკვე დააფიქსირა. მისი თქმით მან ხმა მისცა მშვიდობას და განვითარებას. ლადო კახაძემ ასევე შეაფასა წინასაარჩევნო გარემო და თქვა, რომ ის იყო მშვიდი.

„მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ პირველ რიგში, განვითარებამ მეორე რიგში  და იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ რაც თითოეულ ადამიანზეა ჩვენზე დამოკიდებული. რა საკვირველია ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის. რაც მთავარია მივეცი შენებას, განახლებას, სრულქმნას ალტერნატივა არ აქვს,“-განაცხადა ლადო კახაძემ.

რაც შეეხება სამეგრელოში მიმდინარე პროცესებს, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება, ლადო კახაძის თქმით, ის რაც ხდებოდა სამეგრელოში, ბოლო პერიოდში იყო ინსპირირებული.

„ყველაფერი რაც სტაბილურობის საწინააღმდეგო ქმედება, მერწმუნეთ ეს არის ინსპირირებული. ეს არ არის ჩვენ ინტერესი, ეს არ არის ქვეყნის ხელისუფლების ინტერესი რომ დაიძაბოს და აირის სიტუაცია. ქვეყანა რომელიც არის  დამოუკიდებლად ასოცირებული ევროკავშირში და მის პარტნიორების მეოხებით ევროატლანტიკურ სივრცისკენ, ეს არ მოსწონს იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენი ჩრდილოეთით არის განლაგებული და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ერთმანეთის სიძლიერე და პოტენციალი არა საერთო საქმისათვის არამედ ერთმანეთის საპირისპიროდ გამოგვაყენებინოს. უნდა გვეყოს გონიერება ამ პროვოკაციებს არ ავყვეთ,“-განაცხადა ლადო კახაძემ. 

მსგავსი თემები