გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას კვირას, სენაკში დაკრძალავენ

გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას კვირას, 17 მარტს, სენაკში დაკრძალავენ. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, ცხედარს სახეზე რაიმე დაზიანება არ ეტყობა.

„დიდი ხანია, ირაკლი კვარაცხელიასთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ახლობელთან იყო მისული, რომლსაც უთხრა, რომ მონასტერში ცხოვრობდა. ცხედრის ამოცნობის პროცესს ვესწრებოდი, უნდა მენახა, იყო თუ არა ნამდვილად ირაკლი კვარაცხელია და სახეზე მას რაიმე დაზიანებები არ ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიას ბიცოლამ ია კვარაცხელიამ.

29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალში გარდაიცვალა. ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს.

თბილისში ჩატარებულა პირველადმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას კისრის არეში დაზიანებები ჰქონდა. არსებობს ვარაუდი, რომ ის ოკუპანტებს წამებისას შემოაკვდათ.

მსგავსი თემები