გაზის დეტექტორები ყველა ოჯახისთვის სავალდებულო იქნება

ენერგო ომბუდსმენის განცხადებით, ძველ კორპუსებში, ბუნებრივი აირის მილების შიდა დაქსელვასთან დაკავშირებით პრობლემები საკმაოდ რთულია. როგორც სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ყველაზე მეტი პრობლემა და სამუშაო სწორედ ძველ კორპუსებში იქნება.

„ძველი კორპუსების მცხოვრებლებს მიეცემათ რეკომენდაცია და ვადა, პრობლემა გამოასწორონ, მათ უნდა შეცვალონ ცუდად დამონტაჟებული მილები და გაყვანილობა. ამ პრობლემას გამოსწორებას ლიცენზირებული პირები, ვისაც შესაბამისი ცოდნა აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია გაზის დეტექტორების არსებობა. დეტექტორები სავალდებულო გახდება ყველასთვის, ახალი კორპუსები დეტექტორების გარეშე უკვე არ შენდება. ძველებსაც დაევალებათ დეტექტორების დამონტაჟება“ – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ენერგო ომბუდსმენმა აღნიშნა, შესაძლებელია, დეტექტორების შესყიდაზე შეღავათიანი პირობებიც შეიქმნას.

„ეს რეგულაცია იქნება გარდუვალი. დეტექტორი იქნება ყველასთვის სავალდებულო. ჩვენ შეღავათიანი შეძენის სისტემაზეც ვფიქრობთ. რადგან, დეტექტორი შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოქალაქეს. ეს შეიძლება იყოს თვითონ კომპანიის მონტაჟის ფარგლებში და თავად კომპანიამ გადაანაწილოს მისი გადახდის გრაფიკი. დეტექტორი უნდა იყოს ისეთი, რომ რომ ჰქონდეს ხმოვანი სიგნალიც და ასევე, პრობლემის შემთხვევაში, ბუნებრივი აირის მიწოდება მრიცხველიდან გათიშოს“ – აღნიშნა ენერგო ომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები