გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ “ქართული მარშის” რამდენიმე წევრი დააკავა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული მარშის” რამდენიმე წევრი პოლიციამ დააკავა. ერთ-ერთი მათგანი მოძრაობის ლიდერი, ახალგაზრდული ორგანიზაციიდან ლადო ლობჟანიძეა. 

სავარაუდოდ, ისინი პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავეს. 

როგორც “ქართული მარშის” ლიდერი აცხადებს, ისინი სამართლიან პროტესტს ხვალაც გააგრძელებენ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციის 11 მონაწილეა დაკავებული.

მსგავსი თემები