გაგრის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა

დღეს, 27 წელი გავიდა გაგრის დაცემის დღიდან. 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, გაგრისა და მთლიანად აფხაზეთის განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ქართველთა და აფხაზთა შერიგებით და ნდობის აღდგენით.

„სამწუხაროდ, დღეს მთელი აფხაზეთი არის ოკუპირებული, მაგრამ გაგრა მთელი სიმძიმით და ბოლომდე არის მოქცეული ოკუპანტის მარწუხებში. ის დროებით დავკარგეთ როგორც ქართველებმა, ასევე აფხაზებმაც, რაც ნათლად დაადასტურა დე ფაქტო პრეზიდენტის  ბოლო „არჩევნებმა“,” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ. 

1992 წლის 14 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში დაიწყო აფხაზეთის ომი. აფხაზეთის “სამხედრო დამარცხება” კი მიუხედავად ერთწლიანი ომისა, ფაქტობრივათ ომის დაწყებიდან თვენახევარში-1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის დაცემით დაიწყო.

მსგავსი თემები