“გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო სამზადისს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აიპიემის”და „სიარარსის” მიერ ჩატარებული კვლევები, არჩევნების შედეგს ყოველთვის აცდენილია.

მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებზე მომუშავე კონკრეტული კომპანიები, პირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

„ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარებს „აიპიემის“ და „სიარარსის“ კვლევებთან დაკავშირებით. ეს კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას. საბოლოო ჯამში არის ხოლმე აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება არჩევნებში. „აიპიემი“ არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, „სიარარსი“ – მეორე განშტოებასთან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება ხოლმე. გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო სამზადისს, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ 5 პროცენტი.

მსგავსი თემები