ბუნებაში იშვიათი სახეობის კაკაბი გააფრინეს

გამრავლებისა და ბუნებაში აღდენის მიზმით, დღეს, იშვიათი სახეობის 30 კაკაბი ბუნებაში გაუშვეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ველური ბუნების სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს ადგილობრივი სახეობების მოშენებისთვის ახორციელებს.

სააგენტოს ტერიტორიაზე, კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს. ველურ გარემოში აღდგენის მიზნით, სააგენტომ ადგილობრივი სახეობა კაკაბის 30 ფრთა გაუშვა.

საქართველოში, კაკაბი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან თოვლის ხაზამდე ბინადრობს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

მსგავსი თემები