ბულგარეთში ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ – შეთანხმების გაფორმებას მხარეები უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტები მომზადდება.

აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას.

„დასაქმების და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

მსგავსი თემები