„ბრძოლა დაწყებულია, ლიდერის მხრიდან უკან დახევა ღალატის ტოლფასი იქნება“ – სოლიდარობა ლევან ვასაძეს

„ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება“ – „ქართული მარში,“ „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს თანადგომას უცხადებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ლევან ვასაძემ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ხელთათმანი ნასროლია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან დახევა არ იქნება.

„მეგობრებო, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მთელს რიგ ტაქტიკურ საკითხებში, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ. დღეს, ბატონო ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება. ამიტომ, ყველა ქართველი პატრიოტის ვალია, თანადგომა გამოვუცხადოთ მას. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული მარში” სხვაგვარი ხედვით უყურებდა მოვლენების შესაძლო განვითარებას და გეი-პრაიდის ჩაშლას, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ბატონ ლევანს. ბატონმა ლევანმა უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო. გეი პრაიდის ჩაშლა, ეს არ არის ადვილი საქმე, აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მას. დიდი იმედი გვაქვს, რომ მას და მის გუნდს სტრატეგიის-ტაქტიკის ყველა ასპექტი გააზრებული-ჩამოყალიბებული აქვს. ნაბიჯი გადადგმულია, ხელთათმანი ნასროლია, ბრძოლა დაწყებულია. ნებისმიერი ლიდერის მხრიდან უკან დახევა ღალატის ტოლფასი იქნება. კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას და გამარჯვებას “სახალხო ლეგიონს.” რაც შეეხება “ქართულ მარშს” – ჩვენ ვაგრძელებთ მობილიზაციას და მუშაობას გეი-აღლუმის ჩასაშლელად. დღეს, მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი გარყვნილი-უბოროტესი მტრის დამარცხება. გეი-აღლუმს აუცილებლად ჩავშლით“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “„ბრძოლა დაწყებულია, ლიდერის მხრიდან უკან დახევა ღალატის ტოლფასი იქნება“ – სოლიდარობა ლევან ვასაძეს”

  1. ანონიმური

    Нуту сакартвелоши амдени ахалгазрдаа геи паради ром моацхоон ес арис тквени европа родис ико асети шемтхвева сакартвелос историаши

  2. ამათაც იპოვნეს რა საგმირო საქმეების ჩასადენი საბრძოლო ველი! ბანდაჟიანი ქალა-ბიჭების ცემა-ტყეპით რო საქმე კეთდებოდეს – ივერია კაი ხნის გაბრწყინებული იქნებოდა..
    ნამდვილ ეროვნულ საქმის კეთებას რომ შესთავაზებ და ყველა იბუსება და როზა ბებოს დუნდულებში იმალება – პირველ რიგში ე.წ. “ეროვნულები”

  3. ანონიმური

    ლევან ვასაზ