ბოჭორიშვილის კლინიკის ექვს ახალ პაციენტს შორის სამი მცირეწლოვანია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ხუთი ბოლნისიდან, ერთი კი კარანტინიდან არის შემოყვანილი, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 65 პაციენტი. აქედან 56-ს აქვს დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი. 56-დან ათი არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. ექვსი ახალი პაციენტია გადმოყვანილი დადასტურებული დიაგნოზით – ხუთი არის ბოლნისის კლასტერი, ერთი კარანტინის კლასტერიდან. მათ შორის სამი მცირეწლოვანია და მათი მდგომარეობა არის ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის. ამასთან, ექვსი პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორი მოზრდილი გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი თემები