ბორჯომს ისევ ცეცხლი უკიდია

ბორჯომის ხეობაში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივებს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი სოფელ საკირეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩნდა. თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 100–ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ბორჯომის ხეობაში გადაისროლეს.

ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერა არსებობს, რომელიც დასახლებულ მასივებთან მოშორებით მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები