ბოლო რამდენიმე საათში, ჩინეთში, კორონავირუსს 83 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაინფიცირებული 37 100-ზე მეტია

ჩინეთში ბოლო რამდენიმე საათში ვირუსს კიდევ 83 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა, ჯამში 813-ია.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსით 37 100-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 2 649 ადამიანი კი განიკურნა და საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ექიმების დაკვირვების ქვეშ 188 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

უხანში მკვლელი ვირუსით ამერიკის და იაპონიის მოქალაქეები დაიღუპნენ. ჩინეთში ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

მსგავსი თემები