ბოლო ერთ წელიწადში სურსათი 8%-ით, თამბაქო კი, 29%-ით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები საქართველოში 8.0%-ით გაძვირდა.

საქსტატის აგვისტოს თვის მონაცემებით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი – 18.2%, თევზეული – 16.3%, პური და პურპროდუქტები – 12.4%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -11.0%, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.3%, რძე, ყველი და კვერცხი – 6.5%, ასევე მინერალური და წყაროს წყალი – 4.7%.

ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე წლიურად 3.4%-ით.

ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში გაძვირებულია თამბაქო – 29.1%-ით. ამასთან, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.8%-ით.

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.4 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 8.4%-თ, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 4.9%-ით და სატრანსპორტო მომსახურებაზე – 2.1%-ით.

დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები გაზრდილია 6.2%-ით. 6.6%-ით გაძვირდა გასართობი და კულტურული მომსახურება.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 3.9%-ით. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა – 5.8%-ით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – 3.6%-ით და საავადმყოფოების მომსახურება – 1.7%-ით.

მსგავსი თემები