ბოლნისში საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი მიმდინარეობს

ბოლნისში საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი მიმდინარეობს. თავდაცვის ძალები შლიან კარავს და იღებენ სპეციალურ საგზაო ნიშნებს.

საკონტროლო გამშვები პუნქტი 61 დღის განმავლობაში იყო მოწყობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებდნენ. ასევე, ხდებოდა მუნიციპალიტეტში შემსვლელი და გამომსვლელი პირების თერმოსკრინინგი.

მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ბოლნისის ორ სოფელში დარჩება, სოფელ გეტასა და სოფელ მუშევანში.

ამ დროისთვის, ბოლნისში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 74 პირი გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა

მსგავსი თემები