ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ხუთ პირს დაუდგინდა

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი ხუთ პირს დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ამ დროისთვის, ბოლნისში 156 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები