ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში, თამარის ციხე დაათვალიერა

ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად, აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს. ამასთან, მან იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება.

თამარის ციხე მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მთაზეა აგებული. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ისტორიკოსთა ვარაუდით, ეს ციხე დასტურია იმისა, რომ აბასთუმანში, მაშინდელ ოძრხეში, თამარ მეფის რეზიდენცია იყო

მსგავსი თემები