ივანიშვილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი ქვეყანას, ხალხს დარჩება – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი რესურსით, ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით მოწესრიგდეს გზები და  გაშენდეს უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც ქვეყანას, ხალხს დარჩება.

ეკა ბესელია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

“ლეგენდა, რომელსაც თხზავთ თქვენს გადაცემებში, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც ახირება აქვს თურმე და ამ ხეების საკუთარ სამფლობელოში გადატანას იმიტომ ცდილობს, რომ ეს მისი განსაკუთრებული სურვილია და ამის გამო გზები ინგრევა და საოცრებები იქმნება, ძალიან მარტივი პასუხი:  ბიძინა ივანიშვილი საკუთარი, პირადი რესურსით, სხვათა შორის, ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურულად არა მარტო გზები, არამედ საკმაოდ დიდი პირადი რესურსი დახარჯა უნიკალური დენდროლოგიური პარკის მშენებლობაზე, რომელიც ქვეყანას, ხალხს დარჩება, თქვენც ისიამოვნებთ ამ პარკით, დარწმუნებული ვარ და მოგეწონებათ, როცა მას ნახავთ.  ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდება ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის, იმ საავტომობილო გზებზე, რომელიც თურმე იმიტომ აიყარა რომ ხეები გვირაბის თავზე უნდა გადაატარონ.  ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა იმ გზებზე და იყო ძალიან ბევრი პრობლემა, რის გამოც საჭირო გახდა იმ გზების რეაბილიტაცია “,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მსგავსი თემები