ბიძინა ივანიშვილი პარტიის წევრებთან დახურულ შეხვედრას მართავს

კახეთში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

“ჩვენ უკვე ვიწყებთ მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური პარტიული ამოცანა, რომ ამ არჩევნებზე ავცდეთ 50%-იან ნიშნულს,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

“ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. 10 რეგიონის შემდეგ, კი კონსულტაციები თბილისის ორგანიზაციის აქტივისტებთან შეხვედრით დასრულდება.

დღევანდელ შეხვედრას, რომლის მთავარი თემა მიმდინარე პარტიული საკითხები და მომავალი არჩევნებია, პატრიის თავმჯდომარესთან ერთად კახი კალაძე და უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

მსგავსი თემები