ბიძინა ივანიშვილი, იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმერეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პარტიის თავმჯდომარე უკვე შეხვდა გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საოლქო ორგანიზაციებს. შეხვედრები პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გრძელდება.

შეხვედრას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები