ბიძინა ივანიშვილი ამჯერად აჭარის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი დღეს აჭარის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრა შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა და მას პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პოლიტსაბჭოს წევრი, ილია ნაკაშიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონის საოლქო ორგანიზაციებს.

მსგავსი თემები