“ბინ ლადენის ვაჟი ლიკვიდირებულია” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ჰამზა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.

როგორც “გარდიანი” წერს, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, აშშ-ის მიერ წარმოებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს, თუმცა როდის, უცნობია.

ჰამზა ბინ ლადენზე ინფორმაციისთვის აშშ-ის ხელისუფლებას მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ის სხვადასხვა ადგილას რიგ ტერორისტულ თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი. ამასთან ერთად, მამის მკვლელობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს შურისძიებით ემუქრებოდა.

მსგავსი თემები