„ბილაინის“ 8,7 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გავრცელდა

რუსული გამოცემა Коммерсант-ი ინფორმაციით, “ბილაინის” 9 მილიონამდე მომხმარებლის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა. 

Коммерсант-ი გავრცელებული ინფორმაციით, ბაზაში ინახება ინფორმაცია „ბილაინის“ 8,7 მილიონი მომხმარებლის შესახებ. კერძოდ, მითითებულია კლიენტების სახელები, გვარები, მობილური და სტაციონარული ტელეფონები.

მონაცემთა ბაზა 2016 წლით არის დათარიღებული და როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი კლიენტების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. „კომერსანტის“ ჟურნალისტებმა, რომლებიც „ბილაინის“ კლიენტები არიან, ბაზაში საკუთარი პირადი მონაცემებიც აღმოაჩინეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა მონაცემთა ბაზა 2 წლის წინ მოიპარეს. ყველა დამნაშავე გამოვლენილია და სასჯელს იხდის.

მსგავსი თემები