ბიზნესომბუდსმენის აპარატში, ბიზნესის 249 მომართვა დაფიქსირდა

ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ, 2019 წლის 9 თვის საქმიანობის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში  ბიზნესის 249 მომართვა დაფიქსირდა. შედეგად, მეწარმეების მომართვის საფუძველზე, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის  ინტერესების მხარდასეჭერად ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში 137 წერილობითი რეაგირება მოახდინა. მათ შორის, 76 შუამდგომლობა, 31 რეკომენდაცია და 30 დასკვნა გააგზავნა.  ამ პერეოდში დასრულებული საქმეების (129 საქმე) 68%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს.

აპარატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.  კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და  მომართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადო ადმნისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

“მომართვიანობის მიხედვით ყველაზე აქტიური თბილისია. 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 60% თბილისიდანაა,  შემდეგ მოდის აჭარა  36 განცხადებით, 15%. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მომართვიანობის 35% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებიდანაა.

მსგავსი თემები