ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება

სრულიად  მართლმადიდებლური სამყარო დღეს ბზობის დღესასწაულს – იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას აღნიშნავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ამ წუთებში იწყება.

“​ბაიობა”, იგივე ბზობა დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს აღინიშნება. ბზობა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წელს, „კორონავირუსის“ გამო, ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ტაძრებთან და ქუჩებში ბზა არ გაიყიდება, თუმცა, ვისაც ბზა ქოთნით ან ტოტები ექნება, ტაძრებში მას ჩვეულებისამებრ აკურთხებენ.

„მედიაცენტრი მთავარი“  ყველა მართლმადიდებელს ულოცავს ბზობის დღესასწაულს.

მსგავსი თემები