ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

შპს „სოფოს“ შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან  მიღებული შეტყობინების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ განახორციელა. შემოწმებისას აღმოჩენილი იქნა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით  განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა – შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.

ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

მსგავსი თემები