ბათუმში მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, კორპუსზე დამაგრებული გარე ლიფტი მოწყდა, რის შედეგადაც მე-10 სართულიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფს, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მუშა გარდაცვლილი დახვდა.

მსგავსი თემები