ბათუმმა მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლამ, მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის – ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. შედეგად, ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.

ტურნირში  საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 115-მა სპორტსმენი მონაწილეობდა. პირველობას ერთმანეთს 9 ასაკობრივი ჯგუფი ეცილებოდა. ბათუმის სასპორტო სკოლამ საერთაშორისო ტურნირს უკვე მეხუთედ უმასპინძლა.

მიღებული შედეგი კი შემდეგია: 2009 წწ დაბადებულთა შორის ვერცხლის მედლის პრიზიორი ნინაკო აბულაძე გახდა (მწვრთნელი ლ. ტიტოვა) , ხოლო მესამე საპრიზო ადგილს კი მარიამ ეზიაშვილი დასჯერდა (მწვრთნელი ნ.ზაქარაძე);

2007წწ დაბადებულთა შორის მარიამ გელაძე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა (მწვრთნელი ე.გაზიევა); 2005 წწ დაბადებულთა შორის ჩემპიონის ტიტული ანასტასია ტუმაჩინსკაიამ დაისაკუთრა.
ვერცხლის მედალი – ეკატერინე რეპიდას ერგო (მწვრთნელი ე.გაზიევა); 2004 წწ დაბადებულთა შორის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი მეგი ინწკირველი გახდა(მწვრთნელი ე.გაზიევა).

მსგავსი თემები