საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაეკვონდოში ბათუმის სპორტ სკოლის მორიგი წარმატებით დასრულდა. ჩემპიონატს თბილისი 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა და მასში 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
გათამაშება ორ – A და B კატეგორიად გაიმართა და ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია:
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ : მიხეილ გავრინჩენკო (51კგ), თენგიზ ნიქაბაძე (54კგ) და ზურა კინწურაშივილი (63კგ);
ვერცხლის მედალს დეუფლნენ : ლუკა ცენტერაძე (23კგ) და რამაზ წუწუნავა (63კგ); ბრინჯაოს მედალს არამ საფარიანი (58კგ) დასჯერდა;
ტურნირზე, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ ბათუმის სასპორტო სკოლის მწვრთნელი აკაკი ცენტერაძე ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
სასპორტო სკოლის დირექცია აკაკი ცენტერაძეს და სპორტსმენებს ულოცავს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებას უსურვებს მათ.