ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობაში ნაღმს ეძებენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოაცხადეს. შენობაში ნაღმს ეძებენ.

შეტყობინება, ნაღმის არსებობის შესახებ, უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, რის შემდეგაც თანამშრომლები სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

„შეტყობინება შემოვიდა რუსულ ენაზე. გვაუწყეს, რომ ნაღმი 48 საათში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს ვაცნობეთ, თუმცა ვიმედოვნებ, ცრუ განგაშთან გვაქვს საქმე, რადგან ანალოგიური შეტყობინება რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა და არ დადასტურდა“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი თემები