ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია

ზესტაფონში, მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში, ფარიკაობაში სიმონ საყვარელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, 2003-05 და 2006-08 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის გაიმართა, სადაც ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.


როგორც „მედიაცენტრ მთავარს ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, უფროსი ასაკის ვაჟთა შორის, რაპირით ფარიკაობაში, ირაკლი მიქელაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ძმებმა ლუკა და ნიკა კეჟერაძეებმა შესაბამისად მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გაინაწილეს.


ხმლით ფარიკაობაში კი ლაშა კუჭუხიძე მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. უფროსი ასაკის გოგონათა შორის, დაშნით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული ევა აჰამიანი გახდა, მარიამ ზოიძე ვერცხლის, ხოლო მარიამ გაბელაია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი თემები

One Thought to “ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია”

  1. Thanks, this site is very helpful.|