ბათუმის სასპორტო სკოლამ ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა

ბათუმის სასპორტო სკოლამ, ხმლით ფარიკაობაში, სამი სინჯის მედალი – 4 ოქრო, ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონის ტიტული ლაშა კუჭუხიძემ მოირგო. იგი ფინალურ შეხვედრაში თბილისელ ლუკა ლომინაძეს შეხვდა და 15 :14 სძლია მოწინააღმდეგეს. მესამე საპრიოზო ადგილს კი ლუკა კუჭუხიძე დასჯერდა.

რაპირით ფარიკაობა: ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ბათუმელი– ირაკლი მიქელაძე და ლუკა კეჟერაძე დაუპირისპირდა, სადაც ამ უკანასკნელმა ანგარიშით 15:8 სძლია მეტოქეს და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

დაშნით ფარიკაობა:  პატარა ასაკში, გოგონათა შორის, ევა აგამიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელი გურანდა ჭუმბურიძე დაამარცხა და დავით ხიტირის სახელობის დიპლომით დაჯილდოვდა. მწვრთნელი გიორგი რამიშვილი.

უფროს ასაკში, გოგონათა შორის, ჩემპიონის ტიტული მარიამ გაბელაიამ მოირგო, რომლემაც ფინალურ შეხვედრაში, აშკარა უპირატესობით – 15 :4  სომეხ მეტოქეს სძლია, მწვერნელი თინათინ ბოქვაძე. ამავე ასაკში ბრინჯაოს მედალი ევა აგამიანს ერგო.

შეგხსენებთ, რომ ტურნირი სამი დღის განმვლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელით 130 სპორტსმენი ასპარეზობდა. ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე კი სამივე სინჯის მედალია – 4 ოქრო, ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

მსგავსი თემები