ბათუმის სასპორტო სკოლამ ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა

თბილისის ღია პირველობა მძლეოსნობაში დასრულებულია. ტურნირი სხვადასხვა სახეობაში 2002–2005წწ დაბადებულთა შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად კი ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე სამი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.

2002 წ. დაბადებულთა შორის ჩემპიონის ტიტული სამმაგ ხტომაში ტარიელ ჩიქოვანმა (12.48 სმ) და სიგრძეზე ხტომაში მარად მარკოიძემ(5.81სმ) მოიპოვა. ვერცხლის მედალს კი 100 მეტრზე რბენაში მარად მარკოიძე (12.03 წმ) და ბირთვის კვრაში სულიკო აბაშიძე (9.90 სმ) დაეუფლა. მწვრთნელი კახაბერ ხომერიკი;

2003 წ. დაბადებულთა შორის, სამმაგ ხტომაში ტურნირის გამარჯვებული გურანდა გაბიტაძე გახდა (10.67 სმ) , სიგრძეზე ხტომაში ვერცხლის მედალი ლუიზა შენგელიას ერგო (4.86 სმ), ხოლო ბრინჯაოს მედალს კი 100 მეტრზე რბენაში ლუიზა შენგელია (4.86 სმ) და სამმაგ ხტომაში ლუკა ჯაიანი დასჯერდა (11.70სმ). მწვრთნელი ომარ მეჯიდოვი.

ამანათი 4X200 მეტრზე ტარიელ ჩიქოვანი, მარად მარკოიძე, ლუკა ჯაიანი და როიალ ბაირამოვი მესამე საპრიზო ადგილს დაეუფლნენ.

მსგავსი თემები