ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. გიორგი როსტომაშვილმა  თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწია საზღვაო ბუქსირი,  “თამარა 2”, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა.

29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი  “რეკორდსმენთა თასის” მფლობელი გახდა.

მსგავსი თემები