“ბავშვთა პორნოგრაფიის” საქმეზე საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, ადვოკატები აქციებს დაიწყებენ

2019 წლის სექტემბერში ე.წ ბავშთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატები აქციების დაწყებას აანონსებენ, როგორც დაკავებულების ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ბრალდების მხარე, ორგანიზატორების გამართლებას უდანაშაულოდ დაკავებულთა ხარჯზე გეგმავს.
ნიკოლოზ წულეისკირის ინფორმაციით ხვალ საპროცესო შეთანხმება 10 პირს გაუფორმდება.

„ბრალდების მხარეს გასდის 9 თვიანი პატიმრობის ვადა და ხვალ აპირებენ 11 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებას. საგულისხმოა, რომ  პირველ შემთხვევაში დააკავეს 11 ადამიანი, მეორე შემთხვევაში კი რამდენიმე თვლის შემდეგ 10 ადამიანი. ამ საპროცესო შეთანხმებით გამოვა, რომ მეორე სამი თვის შემდეგ ეს ადამიანები ისევ აღმოჩნდებიან ციხეში. გარიგებაზე წავიდა 10 ადამიანი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ გარიგებაზე არ წავიდა დაკავებულია სულ სხვა მუხლით, ეს არ გახლავთ პორნოგრაფიის საქმე და ფიქრობს მოაწეროს თუ არა ხელი გარიგებას.

ვაცხადებ რომ იმ შემთხვევაში თუ ხვალ იქნება საპროცესო შეთანხმება გაფორმებული, მოვაწყობთ ადვოკატები პრესკონფერენციას და განცხადებით, თუ რატომაა საფრთხის შემცველი ეს საპროცესო გარიგება, ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციებს.

საინტერესოა, რომ საპროცესოს საქმის მთავარი ფიგურანტები აწერენ ხელს.პირველ ეტაპზე დაკავებული 11- მა პიროვნებამ უნდა მოაწეროს ხელი საპროცესო შეთანხმებას და ზუსტად ესენი გამოიშვერენ ჩვენსკენ ხელს, თავისუფლების სანაცვლოდ და მეორე ეტაპზე დაკავებული ადამიანები, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არიან მომხდართან აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ. ჩვენ ვიცავთ მშობლების ინტერესებს და საპროცესო გარიგებას აპირებს ის ხალხი, რომლებიც ორგანიზატორებად ითვლებიან,“ – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია  წყაროს და ლინკის მითითება


h

მსგავსი თემები