ბავშვებმა დედას ლეკვები მოპარეს, ითამაშეს და მიატოვეს – ფოტო სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში დაღუპული, ახალშობილი ლეკვების ფოტო ვრცელდება. როგორც ინტერნეტ მომხმარებელი ნინა ჯორჯაძე წერს, ლეკვები ბავშვებმა დედა ძაღლს მოპარეს და  სიკვდილისთვის გაიმეტეს. თავად მან კი ლეკვები უკვე ასეთ მდგომარეობაში იპოვა, როცა მათი შველა უკვე შეუძლებელი იყო. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, თემქის X კვარტალში მოხდა.

ნინა ჯორჯაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ასწავლონ შვილებს, თუ როგორ მოექცნენ ცხოველებს.

„ჩემს ეზოში ბავშვებმა ლეკვები წაართვეს დედას და მოიყვანეს სათამაშოდ. მთელი ღამე აქ ეყარნენ ეს პატარები, სიცივისგან გაიყინენ და დაიხოცნენ. ძალიან გთხოვთ, ასწავლოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, რომ არ შეიძლება, ასე მოექცე ცხოველებს. ისინიც ცოცხალი არსებები არიან და თანაც, ასეთი პატარები. იმის მაგივრად, რომ აჭამონ და მოუარონ, დედას ართმევენ და „ბესეტკაში” ყრიან. ცხოველი სათამაშო არ არის, ხალხო, შეიგნეთ! ძალიან არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ყველამ კარგად იცით, ამის გამკეთებელი რისი ღირსიცაა!!! (მანამდე რომ მენახა, დამიჯერეთ, ვუშველიდი). დილას ვნახე როცა უკვე გვიანი იყო”, – წერს ნინა ჯორჯაძე.

მსგავსი თემები